ხიჩატელი

კომპანია „ხიჩატელი“ ქართული ხილის ბრენდია, რომელიც აერთიანებს ხეხილის უნიკალურ ბაღებს - 50 ჰექტარზე გაშენებულ ვაშლის ნაირსახეობას და 5 ჰექტარზე - ქლიავის სხვადასხვა ჯიშს.„ხიჩატელის“ ხეხილის ბაღი მდებარეობს რეგიონში, სადაც განსაკუთრებულად გემრიელი და არომატული ხილის მოსავალი მოდის. ხილი დაირგო საქართველოში, საგულდაგულოდ შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც ჰავა, ნიადაგი - იდეალურია - უხვი და ხარიასხიანი მოსავლისთვის.


ვაშლის 20-ზე მეტი ჯიში წარმოდგენილია ხეხილის ბაღში, სადაც ყველა ბუნებრივი და ტექნიკური პირობაა იმისთვის, რომ მივიღოთ უნაკლო მოსავალი. ჩვენი კვალიფიციური აგრონომები მუდმივად ზრუნავენ და საგულდაგულოდ უვლიან ხეხილს, რისი შედეგიც ხარისხიანი ხილია.


ვაშლისა და ქლიავის ხარისხი კონტროლდება ადგილზევე, ხოლო შემდეგ თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას აძლევს ხილს შეინარჩუნოს ის უნიკალური გემო/თვისებები, რაც მოსავალს - მიღების პირველ დღეს აქვს.ხეხილის დიდი ნაწილი დაცულია სეტყვასაწინააღმდეგო ბადეებით.


„ხიჩატელის“ საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და მაცივრებით, სადაც შენახვის იდეალური პირობებია დაცული. ხილის შენახვის პროცესზე მიმდინარეობს მუდმივი მეთვალყურეობა. საწარმოს გააჩნია ხილის საკრეფი უნიკალური დანადგარი, რომელიც ერთადერთია საქართველოს ტერიტორიაზე.